კომპანია Apple-ისა და Twitter-ის დირექტორებს შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა. ილონ მასკის განცხადებით, ტიმ კუკი იძლევა იმის გარანტიას, რომ Apple საკუთარი App Store-დან Twitter-ის აპლიკაციის წაშლას არ აპირებს.
"კარგი საუბარი გვქონდა. სხვა საკითხებთან ერთად, მოგვარებულია App Store-დან Twitter-ის პოტენციურად წაშლის საკითხიც. როგორც ჩანს, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ტიმ კუკმა დამარწმუნა, რომ Apple ამის გაკეთებას არ გეგმავდა", - განაცხადა მასკმა.
სილიკონის ველზე, Apple-ის სათავო ოფისში მილიარდერების შეხვედრა დაკავშირებულია თავად ილონ მასკის მიერ გავრცელებულ ცნობებთან იმის შესახებ, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარი პლატფორმიდან Twitter-ის წაშლას აპირებდა.