მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკის გადაწყვეტილებით X მომხმარებლის მონაცემების შეგროვებას იწყებს

X პერსონალური მონაცემები

პლატფორმა X, რომელიც ადრე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, ამიერიდან მომხმარებლის ბიომეტრიულ მონაცემებსა და დასაქმების ისტორიას შეაგროვებს - ამის შესახებ X-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლების შემდეგ გახდა ცნობილი.

მომხმარებლებს, რომლებიც X-ის გამოწერის სერვისით, X Premium-ით, სარგებლობენ, იდენტიფიკაციის გავლისთვის საკუთარი სურათის ან ID ბარათის მონაცემების ატვირთვა მოუწევთ. განახლებული პირობების თანახმად, პროგრამამ შესაძლოა, მომხმარებლის დასაქმებისა და განათლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციაც შეინახოს. ეს გადაწყვეტილება X-ის მომხმარებლებისთვის პოტენციური სამსახურის შეთავაზებით აიხსნება და სავარაუდო დამსაქმებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

სპეკულაცია იმის შესახებ, რომ X მომხმარებლებისთვის დასაქმების ფუნქციასაც შეითავსებს, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაისში X Corp-მა Laskie - დასაქმების ტექნოლოგიური სააგენტო - შეისყიდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ილონ მასკმა Twitter-ის $44 მლრდ-ად შეძენის შემდეგ მიიღო. 

კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკა 29 სექტემბრიდან ამოქმედდება.

“ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია (როგორებიცაა დასაქმებისა და განათლების ისტორია, დასაქმების უპირატესობები, უნარები და შესაძლებლობები, სამსახურის ძებნის აქტივობა და გამოხმაურება და ა.შ.), რათა თქვენზე მორგებული სამუშაო ადგილი შემოგთავაზოთ და თქვენს პოტენციურ დამსაქმებლებს თქვენზე ინფორმაცია გავუზიაროთ, რაც კომპანიას პოტენციური კანდიდატების პოვნის საშუალებას მისცემს” - ნათქვამია X-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები