მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასობრივი შემცირებები Bosch-ში - კომპანია 1600 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

5db01ec62a3ba
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 00:10
741

"დიზელის სკანდალის" შედეგებს გერმანული კომპანია Bosch კვლავ იმკის - ავტომობილების მიმწოდებელს მომდევნო ორ წელიწადში, ბადენ-ვიურტემბურგში 1600-ზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირება სურს. მიზეზი, დიზელისა და ბენზინის ძრავიან მანქანებზე მოთხოვნების მასობრივი შემცირებაა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით Bosch-ის წარმომადგენელმა გერმანულ მედიასთან გააკეთა.


წინასწარი ცნობებით, თანამშრომლების შემცირება Bosch-ის რამდენიმე განყოფილებაში იგეგმება, მათ შორის ფოიერბახისა და შვიბერდინგენის ოფისებიდანაც.


შეგახსენებთ, რომ Bosch ე.წ. "დიზელის სკანდალში" რამდენიმე თვის წინ გაეხვა, რის გამოც კომპანია შტუტგარტის პროკურატურის გადაწყვეტილებით 90 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. როგორც მაშინ გაირკვა, გერმანულ ფირმას არასათანადო ზედამხედველობის განხორციელება ბრალდებოდა. კერძოდ კი, Bosch-ის მიერ შექმნილი ძრავის კონტროლის სისტემები, რომლებიც ის 2008 წლიდან Volkswagen-ს, Audi-სა და Porsche-ს აწვდიდა, ზუსტად არ აღრიცხავდა, რა რაოდენობის აზოტის ოქსიდებს გამოყოფდა მანქანა გადაადგილებისას.


Bosch-მა მთლიანობაში, დაახლოებით,  დეფექტის შემცველი 17 მილიონი ძრავის სისტემა მიაწოდა ზემოთხსენებულ კომპანიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები