გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია მიმდინარე სემესტრში შეიცვალა და ქვეყანაში, მოსწავლეები საკლასო ოთახებში ნელ-ნელა დაბრუნდნენ. თუმცა ამ დრომდე კვლავ ონლაინ მიმდინარეობს საუნივერსიტეტო ცხოვრება. სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერ კიდევ არ აქვს ყველა ბავშვს საშუალება, რომ დისტანციურად სრულყოფილი სწავლება განაგრძოს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სოციალური კამპანიის ფარგლებში, Mastercard-მა და Carrefour-მა გადაწყვიტეს, ჰიპერმარკეტების ქსელის ნებისმიერ ფილიალში Mastercard-ით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციიდან 1% „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების დასახმარებლ ფონდში გადაერიცხათ და ბავშვისთვის პლანშეტები შეეძინათ, რათა მათი სრულფასოვანი სასწავლო პროცესი არ შეჩერებულიყო.
„SOS ბავშვთა სოფელი საქართველო” 30 წელზე მეტია ბავშვებს ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში ზრდის, ეხმარება მათ მიიღონ განათლება, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
მიმდინარე თვეში, პროექტი წარმატებულ დასასრულს მიუახლოვდა. Mastercard-მა და Carrefour-მა „SOS ბავშვთა სოფლის“ 100 ბენეფიციარისთვის შეიძინეს პლანშეტები. ტექნიკისა და სხვადასხვა საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი „SOS ბავშვთა სოფელი საქართველო” ოფისში გაიმართა.
„აღნიშნული კამპანია COVID-19 პანდემიის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელოვას ატარებდა, რადგან მოსწავლეები ნამდვილად აღმოჩნდნენ რთულ და სტრესულ ვითარებაში, რომლის გადალახვაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით. ამიერიდან, საქართველოში 100 ბავშვით მეტს ექნება საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში იგორ სტეპანოვი.
„მოხარული ვარ რომ Mastercard-ისა და Carrefour-ის სოციალური კამპანიის შედეგად ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ახალგაზრდა თაობის სრულფასოვანი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ვფიქრობ რომ მსგავსი კოლაბორაცია არის მაგალითი იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს შეიძლება ასრულებდეს ბიზნესი მოსახლეობის დასახმარებლად - აცხადებს კარფურის გენერალური დირექტორი საქართველოში ქრისტოფ ორსე.
ცნობისთვის, SOS Children’s Villages International საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციის სახით.
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოში.
„კარფური“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელია, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც კომპანიას ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა "კარფურისთვის" სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის 42 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.
ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)
(NS)