მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-სა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

6458a413530df
BM.GE
08.05.23 11:43
409
გლობალური გადახდებისა და ტექნოლოგიების წამყვან კომპანია Mastercard-სა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობაა. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინანსური ლიტერატურის კუთხის მოწყობა, საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობის ორგანიზება.

ფინანსური განათლების განვითარებისთვის Mastercard-მა საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოიცა პირველი ქართული ფინანსური ლექსიკონი. ფინანსური ტერმინების განმარტებასთან ერთად, გუნდმა ლექსიკონის ონლაინ ვერსიის შექმნაზეც იმუშავა და განმარტებები მარტივად ხელმისაწვდომი გახადა. გარდა ამისა, გიორგი ბაქრაძესთან და “საზოგადოება და ბანკებთან” ერთად Mastercard-მა საგანმანათლებლო კონკურსსაც უმასპინძლა.

თანამშრომლობის ფარგლებში, Mastercard და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით საერთო ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოფებსაც შესთავაზებენ მკითხველებს. ეს ინიციატივა მეტად აქტუალური და საჭიროა ქვეყანაში, სადაც, ბოლო კვლევის მიხედვით, მოზარდების მხოლოდ 38%-ს აქვს მიღებული ფინანსური განათლება.

სულეიმან სოზერი, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: „Mastercard-ში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელია ფინანსური განათლების ამაღლება. მომხმარებლები მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ საჭირო ინფორმაციითა და რესურსებით, რათა მათ შეძლონ გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა“.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე: „Mastercard-თან პარტნიორობა, საქართველოში ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბიბლიოთეკის ფინანსური ლიტერატურის სივრცე ადამიანებს სასარგებლო ინფორმაციასა და ინსტრუმენტებზე წვდომას მისცემს.”

Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები