მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ი გენდერული პარიტეტის მიღწევას 2030 წლისთვის გეგმავს

602fc5241f9da
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.21 22:20
813
მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald's-ი კომპანიაში გენდერული პარიტეტის მიღწევას 2030 წლისთვის გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიაში წამყვან პოზიციებს მამაკაცებთან ერთად ქალებიც თანაბრად დაიკავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანია ასევე ეცდება აფროამერიკელი თანამშრომლების რიცხვის გაზრდას. ამჟამად McDonald's-ში წამყვან პოზიცებზე დასაქმებული პირების მხოლოდ 29%-ია აფროამერიკელი, კომპანია მათი რიცხვის გაზრდას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 35%-მდე აპირებს.

“სანამ ჩვენ ასეთ აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, მეტი უნდა გავაკეთოთ ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველას ერთანაირი შესაძლებლობები ექნებათ საკუთარი კარიერის განსავითარებლად“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები