მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცენარეული ზეთების კომპანია „ხახაბომ“ თავის მოვლის საშუალებების წარმოება დაიწყო

62a3273550f49
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.22 19:36
2173
მცენარეული ზეთების ადგილობრივმა მწარმოებელმა „ხახაბომ“ ეთერზეთების გამოყენებით თავის მოვლის საშუალებების წარმოება დაიწყო.

კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი კვესელავა BM.GE-სთან ამბობს, რომ სახის ზეთის წარმოება მათ 1 თვის წინ, გარუჯვისთვის განკუთვნილი შიმერისა და ტანის სკრაბის წარმოება კი 1 კვირის წინ დაიწყეს, უახლოეს მომავალში თმის და წვერისთვის განკუთვნილი ზეთის წარმოებას დაიწყებენ.



“თავის მოვლის საშუალებების გაყიდვა ჩვენი Facebook-გვერდით დავიწყეთ. 1 თვის წინ დაწყებული სახის ზეთის წარმოება კარგი ტემპებით მიმდინარეობს და დღეისთვის 400 ცალი გვაქვს გაყიდული. სახის ზეთში იმ ზეთების მიქსია, რომელიც სახის კანისთვის აარის სასარგებლო. დერმატოლოგებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციებით ვადგენთ საჭირო ნარევს და ვიწყებთ წარმოებას. შესაბამისად, თითოეული პროდუქტი ჩვენი წარმოებული 100%-ით ნატურალური მცენარეული ზეთებისგან იწარმოება. რაც შეეხება შიმერისა და სკრაბის წარმოებას, შიმერში გოგრის ზეთია დომინანტი ინგრედიენტი, რომელსაც მზისგან დამცავი SPF-30 აქვს, რაც უსაფრთხო გარუჯვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნავს გიორგი კვესელავა.

თავის მოვლის საშუალებების წარმოებისთვის „ხახაბოს“ დამფუძნებელმა შეფუთვებისა და ეტიკეტებისთვის 1 000 ლარამდე ინვესტიცია ჩადო და ყოველთვიურად თითოეული პროდუქტის 1 000 ერთეულამდე წარმოება შეუძლია. დღეს სახის ზეთის ღირებულება 25 ლარია, შიმერის და სკრაბის კი - 55 ლარი.

„ამ საწარმოო ხაზის განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგან ჩვენი პროდუქტი 100%-ით ნატურალურია“, - აღნიშნავს გიორგი კვესელავა.

ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში, თბილისში, 140 000 ლარის ინვესტიციით კომპანია „ხახაბომ“ ამავე სახელწოდებით 7 დასახელების ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მცენარეული ზეთის წარმოება დაიწყო და მცირე საწარმოში 5-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. შედეგად სელის, ნიგვზის, შავი კვლიავის, გოგრის და სხვა ქართული წარმოების ზეთის შეძენის შესაძლებლობა მომხმარებელს უკვე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები