მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირდება თუ არა უძრავ ქონებაზე ფასები?

BM.GE
08.05.23 13:23
346
გადაიარა თუ არა უძრავი ქონების გაძვირების პიკმა? - სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაქირავების ფასები ნელ-ნელა მცირდება, რისი მიზეზიც შემცირებული მოთხოვნა და მეორე მხრივ ლარის გამყარებაა. 

TBC Capital-ის ინფორმაციით კი მარტში საშუალო გასაქირავებელი ფასი 4.5%-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით და 13.2$-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში ქირის ფასის ზრდამ 101% შეადგინა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 12.1%-ს გაუტოლდა, რაც 3.7 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს. მათივე პროგნოზით მიმდინარე წელს თბილისში ბინის გასაქირავებელი ფასის 53%-ით გაიზრდება, ხოლო ბინის გაყიდვის ღირებულება 21%-ით მოიმატებს. 

მათივე ინფორმაციითვე, 2023 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა თებერვლის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩა. თბილისში სულ 3,328 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 

რა ხდება ზაფხულის სეზონის მოახლოების პერიოდში გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზე, დეტალებზე საუბარს ნინო გედევანიშვილთან - გედევანიშვილი და კომპანიის დამფუძნებელთან ერთად ვაგრძელებთ, რომელიც სტუდიაში გვსტუმრობს.

სტუმარი: ნინო გედევანიშვილი - გედევანიშვილი და კომპანიის დამფუძნებელი; საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები