მეათე მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარე და კომიტეტის ხელმძღვანელები დაამტკიცა
BM.GE
11.12.20 17:00
• 1494
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და კომიტეტის ხელმძღვანელები დაამტკიცა.
შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა - არჩილ თალაკვაძე, პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი გახდა. არჩილ თალაკვაძის მოადგილეები უმრავლესობის კვოტით კახა კუჭავა და დავით სერგეენკო იქნებიან.
რაც შეეხება კომიტეტის უკვე დამტკიცებულ თავმდჯომარეებს:
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე; ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე; იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი;
მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან, რადგან საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციამ შედეგების მიმართ უნდობლობა დააფიქსირა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, დღეიდან ქვეყნის მთავრობის სრულ შემადგენლობას ეხსნება უფლებამოსილება და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას იქამდე, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას არ აირჩევს.