მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მედიკამენტების ფასების გასაიაფებლად უნდა შედგეს სანდო მწარმოებლების ჩამონათვალი”

5ede6dbe8be1b
ნინი ლონგურაშვილი
08.06.20 22:20
982
"როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების გაიაფებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა დადგინდეს რეგულაციები და პირობითად შედგეს სანდო მწარმოებლების ჩამონათვალი", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში PSP ოპერაციების დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ ისაუბრა.

"ზოგადად ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს უწესებს რაიმე ფასს, რა თქმა უნდა ეს არის შემზღუდველი ბიზნესისთვის. ყველაზე კარგია თავისუფალი ბაზარი და თვითღირებულებადი ბაზარი. სახელმწიფო ახლაც ახორციელებს გარკვეული მედიკამენტების სუბსიდირებას, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არის ხარჯი, ჩვენ უნდა ვეძებოთ უფრო ეფექტური გზები იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო იაფი მედიკამენტი. ერთ-ერთი გამოსავალია, ინდივიდუალური საჭიროებისათვის მედიკამენტების შემოტანა.

ყოველი კონკრეტული მწარმოებლის თუ იმპორტის შერჩევა უნდა მოექცეს სახელმწიფოს მკაცრი რეგულაციის ქვეშ. და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს აუცილებლად ფარმაცევტული ასოციაციები და ფარმაცევტულ დარგში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებიც, რომ სწორი რეგულაციების შემუშავებით, ერთი - გამოვრიცხოთ ხარისხის გაუარესება და მეორე - მივიღოთ შესაბამისი ფასი", – განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები