მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხუზლა: გონივრულ აზრს მოკლებულია ინიციატივა, მევენახეებმა სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ

ლევან მეხუზლა
BM. GE
24.08.23 23:32
7

ღვინის ეროვნული სააგენტო თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უპასუხისმგებლო და ყოველგვარ გონივრულ აზრს მოკლებულია ინიციატივა, მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ.

„მიმდინარე წლის 21 ივლისს, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ცნობისთვის, ენმ გამოდის ინიციატივით, რთველისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს. როგორც გუშინ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ის თანხა, რომელიც გამოყოფილია სუბსიდიისთვის, მოხმარდეს დაზარალებულ მოსახლეობას, რათა შხამ-ქიმიკატებისთვის აღებული ვალი გაისტუმრონ. "ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ რამეს - თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლებო, გაქვთ ინფორმაცია მაგალითად გასული წელს კონკრეტული ოჯახის მხრიდან რა რაოდენობის ყურძნის ჩაბარება მოხდა ამა თუ იმ ქარხანაში, რა რაოდენობის სუბსიდია მიიღო გასულ წელს კონკრეტულმა გლეხმა. ეს ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. კერძოდ, რეესტრის მიხედვით, თუ გლეხს შარშან ჩაბარებული ჰქონდა 5 ტონა ყურძენი და წელს მთლიანად გაუნადგურდა მოსავალი, ამ 5 ტონის შესაბამისი 20 თეთრი, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის, მოხდეს ამით კომპენსაცია",- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 2023 წლის რთველზე რქაწითელსა და კახური მწვანე ჯიშის ყურძენს დაასუბსიდირებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ყურძნის ამ ჯიშების 20 თეთრით სუბსიდირება მოხდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები