მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეორე ბუსტერ დოზის მიღებასთან დაკავშირებით, მალე განხილვა ჩაინიშნება” - ივანე ჩხაიძე

62603a6f57d34
მარიამ ადამია
20.04.22 21:10
1039
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძეს თქმით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მეორე, დამატებითი ბუსტერ დოზის მიღებასთან დაკავშირებით განხილვა ჩაინიშნება.

“იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ, ვისთან გამოვიყენოთ მეორე, დამატებითი ბუსტერ დოზები, თუმცა მანამდე ჩვენი პირველი ამოცანაა როგორმე ის მილიონი ადამიანი, რომელსაც გაკეთებული აქვს ორი დოზა ვაქცინა და არ გაუკეთებია ბუსტერი, შევახსენოთ, რომ მომავალი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, ახლა აუცილებელია დამატებითი ბუსტერის გაკეთება, რაც წლის ბოლომდე ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება და ინფიცირების ზრდასა და მძიმე შემთხვევებს თავიდან აგვარიდებს,” - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად რამდენიმე, თუმცა მაინც არასაკმარისი მცდელობისა, ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში დაბალია და ის მიზანი, რაც გვაქვს განსაზღვრული, რომ ზაფხულისთვის მოვახერხოთ მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია, ჯერჯერობით მხოლოდ მიზნად რჩება.

“არც ბუსტერთან დაკავშირებით სტატისტიკაა სახარბიელო და ქვეყანაში, 20 აპრილის მონაცემებით,  საშუალოდ, 1 364 435 მოქალაქეა (18+), ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ერთი დოზითაა აცრილი, მათგან სრულად აცრილია 1 261 736 ადამიანი, ხოლო მხოლოდ 250 000 -ს აქვს გაკეთებული ბუსტერი,” - ამბობს ჩხაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები