მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექსიკაში $26 მილიონის ოქრო მოიპარეს

5dc9435d1653d
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 18:00
1436

მექსიკაში თავს დაესხნენ სატვირთო მანქანას, რომელსაც დიდი რაოდენობით ოქრო გადაჰქონდა. ადგილობრივი გამოცემა El Debate-ის ცნობით, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 26 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს.


ინციდენტი სონორას შტატში მოხდა. შეიარაღებული პირები იმ სატვირთო მანქანას, დაესხნენ თავს, რომელსაც კომპანია Noche Buena- ს 47 ოქროს ზოდი გადაჰქონდა.


მოპარული ოქროს ღირებულება, დაახლოებით 524 მილიონი პესოა, რაც 26 მილიონი დოლარის ექვივალენტია.


აღსანიშნავია, რომ ყაჩაღობის დროს ტრანსპორტს დაცვა დაშავდა. თავდამსხმელებმა მათ მანქანიდან გამოსვლა აიძულეს, განიარაღეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.


მექსიკური მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის დანაშაულია ჩადენილი, რის შედეგადაც 20 000 ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები