მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ახალი ტენდერის ფარგლებში მეტროს 44-ის ნაცვლად 212 ვაგონის შესყიდვას გეგმავს

646e269a0a065
ანუკა ჯოხაძე
25.05.23 10:40
2670
რუსულ „მეტროვაგონმაშთან“ მეტროს ვაგონების მოწოდებაზე დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო, ინფორმაცია თბილისის მერიამ მიმდინარე კვირაში გაავრცელა.

კითხვაზე - ხელშეკრულების გაწყვეტის გამო დაეკისრება თუ არა თბილისის მერიას რაიმე სახის სანქცია თბილისის ვიცემერი ამ ეტაპზე ვერ გვპასუხობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ფორსმაჟორული შემთხვევის გამო, მერიას არანაირი ფინანსური სანქცია არ დაეკისრება.

ამასთან, ვიცეერი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მერიას იმ ფასად, რა ფასადაც „მეტროვაგონმაშისგან” ყიდულობდა ვაგონებს, შესყიდვა გაუჭირდეს.

“ჩემი ვარაუდი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფასში, რა ფასშიც ხდებოდა ამ კონტრაქტის ფარგლებში მოწოდება გაჭირდება, მაგრამ ამას გამოავლენს განახლებული სატენდერო პროცედურები. ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები დაწყებულია. რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა და იურისტები უკვე მუშაობენ.

გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად მოხდება სანქცირება ჩვენი მხარის ამ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ. თუმცა ეს ფორსმაჟორული შემთხვევაა და არ მგონია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტას ჩვენზე რაიმე სანქციების გავრცელება მოჰყვეს. უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით",-აცხადებს თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე.

ხმალაძის თქმით, უკვე მიმდინარეობს განახლებულ სატენდერო პირობებზე მუშაობა, იმისთვის, რომ დროულად გაფორმდეს მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების მიწოდებაზე შესყიდვა. მისი განმარტებით, ამჯერად თბილისის მერია 44 ვაგონის ნაცვლად 212 ვაგონს შეისყიდის, შესაბამისად, ვაგონების მოწოდების ვადები დაკორექტირდება.

“მიმდინარე ხელშეკრულება უკვე ჩავარდნილია მეტროვაგონმაშის სანქცირების გამო და ჩვენ ახალი პროცედურების დაწყება გვიწევს, რადგან თბილისის მეტროპოლიტენს უახლოეს წლებში ნამდვილად სჭირდება განახლებული ვაგონები, რაც უნდა შევისყიდოთ.

ჩვენი სურვილი არის, რომ აღარ დავიგეგმოთ 44 ვაგონის შესყიდვაზე და მოხდეს მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელება. იმ რაოდენობების მიხედვით, რა საჭიროებაც თბილისის მეტროპოლიტენს უახლოეს წლებში ექნება. ვადები უფრო დიდი იქნება. პირველ მოწოდებას თუ გულისხმობთ, 44 ვაგონის მოწოდება ორ წელიწადში შესაძლებელი იქნება. ჯამში დაგვჭირდება 212 ვაგონი", - ამბობს თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე.

შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად გამოცხადდა. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად კომპანია „მეტროვაგონმაში“ გამოცხადდა და ვაგონების მოწოდებაზე ხელშეკრულებაც დაიდო.

თუმცა 2023 წლის 19 მაისს, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნული კომპანია დაასანქცირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები