თბილისის მერიამ მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირზე მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ვნახულობთ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 802 735 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტიდანაა გათვალისწინებული.
ტენდერში განცხადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.
როგორც ხელშეკრულების პროექტში წერია, სამუშაოების დასრულების ვადა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღეა.
მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.