მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს

5e3a72b69b737
ინგა მურუსიძე
05.02.20 11:56
914
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ორივე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ორივე ავარიულ მდგომარეობაშია.

„წელს ვგეგმავთ ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებას. ესაა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და კადეტთა კორპუსი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში, მოწესრიგდება საინჟინრო ქსელები, გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი, ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები.

ასევე განახლდება კარ-ფანჯრები, რესტავრირდება დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადი ანუ, მთლიანად მოხდება სასახლის რეაბილიტაცია, იგივე დამოკიდებულება გვაქვს კადეტთა კორპუსში. მოგეხსენებათ, კადეტთა კორპუსში ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. ჩვენ მოვახერხეთ ადამიანების გაყვანა. კედლებს შორის იმხელა დაშორება იყო, რომ შეგეძლო ხელი გაგეწია ერთი მხრიდან მეორე მხარეს. მაშინ დავპირდით მოსახლეობას ყველაფრის მოწესრიგებას“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ორივე პროექტი 2021 წელს დასრულდება და ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარია გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები