მერია დედაქალაქში ველოსიპედებისა და სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივში ჩართვისას განაცხადა.
„მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების და ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან და თვითონ ველოსპედები გაატაროს. ასეთი ველოსიპედების შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.