მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ გარე რეკლამების განთავსებაზე აუქციონი გამოაცხადა - საწყისი ფასი 32 მლნ ლარია

60e6b45da42d7
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 12:27
613
თბილისის მერის განცხადებით, 2 დღის წინ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიღება 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

„აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირი იქნება და ეს თანხა გაიზრდება. შედეგად უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენება.

საპრივატიზაციო უფლება 15 წლის განმავლობაში გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს“, - განმარტა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები