მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიას მეტროს ვაგონების შესყიდვა, სავარაუდოდ, გაუძვირდება- ვიცე-მერი

BM.GE
24.05.23 15:11
199
მეტროვაგონმაშთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო თბილისის მერიას ვაგონების შესყიდვა სავარაუდოდ გაუძვირდება- ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც ხმალაძე ამბობს, უკვე დაწყებულია ახალი შესყიდვის გამოცხადების პროცედურები მეტროპოლიტენისთვის საჭირო ვაგონების შესყიდვის მიზნით. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებით ანუკა ჯოხაძე გვიერთდება. ანუკა, რას ამბობს თბილისის ვიცე მერი მოუწევს, თუ არა თბილისის მერიას რუსულ სანქცირებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო რაიმე ფინანსური სანქციის გადახდა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები