მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსის კლინიკები ცხელების პაციენტებს მიიღებენ

5fa56173510ce
ინგა მურუსიძე
06.11.20 18:43
1289
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსის კლინიკები ცხელების პაციენტებს მიიღებენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის და კლინიცისტების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერვე საავადმყოფოს ექიმმა, ლევან რატიანმა განაცხადა, ემერჯენსის განყოფილებებში, სპეციალურად მოწყობილ ოთახებში განხორციელდება პაციენტის მოთავსება და იქიდან მოხდება პაციენტის ტრიაჟი - გადავა კლინიკაში, ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს იმას, რომ პაციენტების მიღება კლინიკებში მოხდება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და კონკრეტული ცხელების ცენტრები აღარ გადაიტვირთება.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი, რომელიც არის კოვიდ ინფიცირებული და დანარჩენი პაციენტებიც, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიხედონ და ჩაუტარონ მენეჯმენტი შესაბამისი პროტოკოლით", - განაცხადა ლევან რატიანმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები