მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მესტიაში ამ დროს დღეში 1000 სტუმარი გვყავდა, ახლა - 300”- მესტიის მერი

63bc277819e19
ანუკა ჯოხაძე
09.01.23 18:47
1989
მესტიაში სასტუმროები დაბალი დატვირთვით მუშაობენ - ეს განცხადება BM.GE-თან მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა გააკეთა. როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, ამის მიზეზი უთოვლობაა. 

მისი თქმით, სათხილამურო ტრასები ვერ მუშაობს. მესტიის მერი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, რაიონში ტურისტები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შეიმჩნევიან.

“სამწუხაროდ, თოვლის საფარი არ გვაქვს, ამიტომ სათხილამურო ტარსები გახსნილი არ არის. შესაბამისად, ნაკლები დატვირთვით ვმუშაობთ. ტურისტები შეიმჩნევიან სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ევროპიდან, უკრაინელები არიან ჩამოსულები, რუსებიც არიან. თუმცა ისეთი დატვირთვით არა. ამ დროს დღეში 1000 სტუმარი გვყავდა, ახლა 300-ია. ამის მიზეზი ძირითადად თოვლია, სათხილამურო ტრასები არ არის.”-აცხადებს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები