ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში შემძენმა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, სასტუმრო უნდა შექმნას.
პრეზიდენტის მესტიის რეზიდენცია 2011 წელს აშენდა, ის 2,592 კვ. მეტრ მიწას და 11,310 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობებს მოიცავს (ს/კ 42.06.41.029).
პრეზიდენტის რეზიდენციის ფოტოები:


