როგორც ჟორჟოლიანმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, თოვლის საფარი და სასტუმროების მზაობა მესტიაში ტურისტებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

"მომზადებულები ვართ იმ მხრივ, რომ ჰაწვალსა და თეთნულდზე საბაგიროები გამართულია და საკმაოდ დატვირთულია. თხილამურებსა და შესაბამისი სპორტული ტანსაცმლის გაქირავების პუნქტებთან რიგებია. ტურისტების მეტი წილი, ძირითადად, რუსეთიდან არიან, ამის შემდეგ - პოლონელები, ასევე მცირე რაოდენობით უკრაინელები და გერმანელები არიან", - განაცხადა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვა მესტიაში რუსი ტურისტების ნაკადზე არ აისახა.

მისივე ინფორმაციით, წელს მესტიაში სამი ახალი სასტუმრო გაიხსნა, ერთი - ჰოსტელი და ასევე, რამდენიმე საოჯახო სასტუმრო. საერთი ჯამში, დაბა მესტიაში 357 სასტუმროა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი - 667.