მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას“ - პრემიერი თავის მრჩეველს შეხვდა

6347b34c21de7
ინგა მურუსიძე
13.10.22 10:41
726
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას განსახილველი მთავარი თემა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და გონივრული პოლიტიკის შედეგად მიღწეული უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები