მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო „ახმეტელზე“ დამატებით ჩასასვლელ-ამოსასვლელის მოწყობა იგეგმება - „ამაზე ADB-სთან ვმუშაობთ“

63345f83bebf5
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.22 19:35
2205
თბილისის მერის განცხადებით, მეტროსადგურში „ახმეტელის თეატრი“ დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება იგეგმება, რაზეც მერია აზიის განვითარების ბანკთან მუშაობს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში კიდევ ერთი შესასვლელი იყო, რომელიც დღეს კერძო ტერიტორიაა და მუნიციპალიტეტი მის დაბრუნებას გეგმავს.

„მეტროშიც გვაქვს გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით პიკის საათში. ეს არის მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს. მეტროს, გადაყვანის - ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან გვაქვს ეს დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ. კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და გვინდა ამ პროექტის განხორციელება.

დეტალურ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით. მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს და ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები