თბილისის მერის განცხადებით, მეტრო „ახმეტელის“ ჩასასვლელში ტურნიკეტების დამატება მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.
კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას „ახმეტელის თეატრის“ მეტროსადგურის ჩასასვლელში მოქალაქეთა დაგროვებაზე კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს.
„პრობლემის, რომელიც ჩვენ ახმეტელის მეტროს ჩასასვლელში დილის პიკის საათებში გვექმნება, გადაჭრის ორი გზა არსებობს - ერთი მოკლევადიანი, მეორე გრძელვადიანი.
მოკლევადიანი პროექტი, რაც ტურნიკეტების დამატებას მოიცავს, მოგვცემს 30%-ით მეტი ადამიანის გატარების საშუალებას. ორი პროექტი განხორციელდება, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი. მოკლევადიანი პროექტი რამდენიმე თვეში დაჩქარებული წესით შესრულდება. რაც შეეხება გრძელვადიან პროექტს, ახალი ჩასასვლელ ამოსასვლელის დამატებაზე მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკთან“, - განაცხადა კალაძემ.
ADB-ის მხარდაჭერით, თბილისის მეტროზე წვდომის გაზრდის $16 მლნ-იანი პროექტი განხორციელდება