მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო „გოცირიძის" რეაბილიტაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს - სადგური კიდევ 7 თვე დაკეტილი იქნება

61a9fe73c693c
მარიამ ვარადაშვილი
03.12.21 15:40
1093
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება. სადგურის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, როგორც კალაძე ამბობს კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მეტროსადგურის ბაქნის უვარგისობის გამო შეფერხდა.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,  რომელიც უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა აქ იყო ორი დიდი  პრობლემა: კომპანიის პრობლემა, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით  გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად, ეს კომპანია იქნა გაშვებული  და შავ სიაში შეყვანილი. მეორე პრობლემა იყო ბაქნის უვარგისობა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო გახდა ახალი პროექტის განხორციელება. უკვე დაწყებულია რეაბილიტაცია, ახალი ბაქნის პროექტის შექმნა. ეს იყო ერთადერთი სადგური გადახურვის გარეშე, დღეს უკვე მომზადებულია  კონსტრუქციები, ესეც გადახურული სადგური იქნება და დაახლოებით, შვიდი  თქვე დასჭირდება სამუშაოების მთლიანად დამთავრებას“, - განაცხადა  კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს ხელშეკრულება გააფორმა ახალ მომწოდებელთან - შპს „მამისონთან“. კომპანიამ ხელშეკრულების ფარგლებში ბაქნის დამატებითი კვლევა უნდა ჩაატაროს; კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ბაქნის ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტა და პროექტი; განახლებული პროექტის მიხედვით განახორციელოს ბაქნის კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი; დაასრულოს მეტროსადგურზე დარჩენილი სარემონტო სამუშაოები. სახელშეკრულებო ზღვრული თანხა დაახლოებით 4,7 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც პროექტირების დასრულების შემდეგ შესაძლოა დაკორექტირდეს.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქციები. მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებილიყო. მისი რეაბილიტაცია 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები