მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება - კალაძე

62567f4addee2
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.22 11:46
912
მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება და გარემოვაჭრეების ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანა ვარკეთილის მეტროსადგურიდან დაიწყო და ახლა სამუშაოები სამგორის მეტროს მიმდებარედ მიმდინარეობს, შემდეგი ლოკაცია კი მეტრო „ახმეტელი“ იქნება.

„მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელსა და გლდანის რაიონის გამგებელს მინდა დავავალო - დაიწყეთ მუშაობა. ძალიან კარგი იქნება თუ ამ პროცესში საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძეც ჩაერთვება. დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან და ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ მოხდეს ამ ადამიანების ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანა, რათა მათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში მიეცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწესრიგება დაავალა.

„იქ ფილები ძალიან მძიმე მდგომაროეობაშია. დაიწყეთ ამ ყველაფრის განახლება. ჩვენი მიდგომააა, რომ მეტროსადგურების ჩასასვლელ-ამოსასვლელები მაქსიუმალურად მოწესრიგებული იყოს, რადგან არავისთვისაა მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა, ფეხით გავლა შეუძლებელია. მესმის ადამიანების, ვინც ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება ცივილურად შეგვიძლია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები