მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხანძრის ცეცხლგაუმტარი ქართული უნიფორმა აშშ-ში კომერციალიზაციისთვის მზადდება

626fee2c3ff19
ანუკა ჯოხაძე
03.05.22 10:10
2716
ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.

კომპანიამ 2020 წლის ბოლოს 50 000 დოლარის დაფინანსება ერთ–ერთი ინვესტორისგან, ამერიკული ვენჩურული სტუდიო TECHNOVATE–ისგან მიიღო, რომელიც აზერბაიჯანელი ინვესტორის ფარიდ ისმაილზადას დაფუძნებულია და ამ ეტაპზე 5 სტარტაპს აფინანსებს. მათ რიცხვშია ქართული ცეცხლგაუმტარი უნიფორმების შემქმნელი კომპანია ELVEN TECHNOLOGIES.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე BM.GE-თან აცხადებს, პროდუქტის შექმნა დასრულებულია. მისი თქმით, უკვე არსებობს ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც მეხანძრეების დაცულობის ხარისხი მუშაობის დროს იზრდება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე წარმოების მეთოდის კომერციალიზაციაზე მიმდინარეობს მუშაობა. კომპანიის დამფუძნებელები გათვლას ამერიკის ბაზარზე აკეთებენ.

“თებერვლიდან ამერიკაში ვიმყოფები. თან წამოვიღე როგორც ჩვენი მეხანძრის უნიფორმა, ისე გაგრილების სისტემაც. მეხანძრის უნიფორმაზე რა ტესტირება და კვლევებიც იყო ჩასატერებელი, დასრულებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნიფორმა მზადაა. ახლა უკვე კომერციალიზაციისთვის ვემზადებით, რისთვისაც ამერიკაში ვიმყოფები. 2020 წლის ბოლოს სილიკონ ველიდან ვენჩურული სტუდიო technovate-გან 50 000 დოლარის დაფინასება მოვიპოვეთ.

ვენჩურულ სტუდიოს აზერბაიჯანელი დამფუძნებელი ჰყავს, რომელთან ერთადაც ახლა უკვე შექმნილ პროდუქტზე ვმუშაობ. ისიც ჩვენი გუნდის, elven technologies წევრია. ჩვენი მიზანი უნიფორმების წარმოება არ არის, არამედ ვაპირებთ უკვე შექმნილი ტექნოლოგიის მეთოდი ლიცენციის სახით გავყიდოთ, რითაც მივცემთ უფლებას არსებულ მწარმოებლებს ჩვენი უნიფორმა ამერიკის ბაზარზე აწარმოონ,”-აცხადებს კომპანია “ELVEN TECHNOLOGIES”-ის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.

ცნობისთვის, ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი ქართული ინოვაციური პროდუქტი ცეცხლს 5-ჯერ უფრო კარგად უძლებს, ვიდრეს ის უნიფორმა, რომელიც ამ დროისთვის ქართველ და არამარტო ქართველ მეხანძრეებს აცვიათ. ამასთან, უფრო ზუსტად, თუ სტანდარტულ უნიფორმაში გამოწყობილი მეხანძრე 8-10 წამში დაიწვება, Elven Technologies უნიფრომა ამავე მასშტაბის ცეცხლს 40-50 წამის განმავლობაში გაუძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები