მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრთნაკადის და რეისების ზრდა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა - ქვრივიშვილი

62c6ad1a83637
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.22 13:54
1636
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრიშვილის შეფასებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის და რეისების რაოდენობის ზრდა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მისი თქმით, მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებული პოლიტიკა ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისკენ, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისკენ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და არსებული მიმართულებების გაზრდისკენაა მიმართული.

„2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76,052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში სრულად აღდგა მგზავრთნაკადი, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის: ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები