მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის CEO სატია ნადელა „კაპიტალიზმზე რეფერენდუმს“ ითხოვს

5f88a9b3f2e69
თამთა ჯიჯავაძე
16.10.20 00:20
1716
Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სატია ნადელა ფიქრობს რომ დროა გადაიხედოს ის გზა, რომლის მიხედვითაც კაპიტალიზმი მუშაობს. მან Business Insider-ცნობით, კაპიტალიზმზე რეფერენდუმი მოითხოვა და მოუწოდა ბიზნესებს შეაფასონ თავიანთი თავი არამხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა მოგება აქვთ მათ, არამედ უფრო ფართოდ – რა ეკონომიკურ სარგებელს უზრუნველყოფენ ისინი საზოგადოებისთვის.

Microsoft-ის ხელმძღვანელის თქმით, უნდა გაიზომოს წარმატება იმ სამუშაო ადგილებით, რასაც ბიზნესი ქმნის, და იმ შემოსავლებით, რასაც მიმწოდებლებისთვის აგენერირებს. ასევე იმ ფულით, რასაც თავიანთი დასაქმებულები ხარჯავენ სადმე.

„სამართლიანია, დღეს, 2020 წელს პანდემიის შუაგულში გვქონდეს კაპიტალიზმზე რეფერენდუმი. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა სოციალური მიზნები უნდა ჰქონდეს კორპორაციას“, – განაცხადა ნადელამ.
მან მოიყვანა აქციონერების მაგალითი, რომლებიც Microsoft-ის დაპირებას უჭერენ მხარს 2030 წლისთვის კარბონ ნეიტრალურობის მიღწევის შესახებ.

ცნობისთვის, 2019 წლის აგვისტოში დაახლოებით 200 მსხვილი კომპანიის, მათ შორის Amazon-ის და JPMorgan-ის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს Business Roundtable-ს გაიდლაინებს, რომელიც აღწერს თუ როგორ უნდა წაახალისონ ეკონომიკა, რომ ის ყველა ამერიკელს ემსახურებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები