Microsoft-ის თანადამფუძნებლის პოლ ალენის კუთვნილი ნახატები და სკულპტურები რეკორდულ $1.5 მილიარდად გაიყიდა. როგორც აუქციონის სახლი Christie's-ი იტყობინება, აღნიშნული ხელოვნების აუქციონი ისტორიაში ყველაზე მსხვილი იყო, რომელზეც გაიყიდა ვინსენტ ვან გოგის, პოლ გოგენის, გუსტავ კლიმტის, პოლ სეზანის და სხვა ცნობილი ხელოვნების ნამუშევრები - თითოეული $100 მლნ-ზე მეტად.
გაყიდვებით შემოსული თანხა პოლ ალენის მიერ მხარდაჭერილ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების თქმით, სუპერმდიდრები ხელოვნებას მიიჩნევენ უსაფრთხო ინვესტიციად, მით უმეტეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და ეკონომიკური გამოწვევების, ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილი ვითარების გამო.
ცნობისთვის, პოლ ალენმა Microsoft-ი 1975 წელს ბავშვობის მეგობარ ბილ გეიტსთან ერთად დააფუძნა. ალენი ლიმფომას შედეგად 2018 წელს გარდაიცვალა. 2010 წელს მან გასცა დაპირება, რომ თავისი ქონების უმრავლესობას სიკვდილის შემდეგ ქველმოქმედებას დაუტოვებდა. მაშინ პოლ ალენი ყველაზე მდიდრებს შორის მსოფლიოში 37-ე ადგილს იკავებდა და მისი ქონება $13.5 მილიარდს შეადგენდა.