მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიღწევადია თუ არა ვაქცინაციის მოცვის 60%-იანი გეგმა - ამირან გამყრელიძის პასუხი

613f36c9e8373
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.21 16:00
958
„ვაქცინაციის გეგმა, ვფიქრობ, მიღწევადია“ - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა BM.GE-ის შეკითხვას, ხომ არ განიხილება ვაქცინაციის გეგმის კორექტირება და რამდენად მიღწევადია დაგეგმილ მაჩვენებელზე გასვლა.

ამირან გამყრელიძემ ის ფაქტორები განმარტა, რომელიც მას ამ მოლოდინების საფუძველს აძლევს.

"ვფიქრობ, გეგმა მიღწევადია. ამის საფუძველს მაძლევს ის შედეგი, რაც გვქონდა აგვისტოში და ჯერჯერობით, ამ ტემპს სექტემბერში ვაგრძელებთ. აცრების საშუალო დღიური მაჩვენებელი 23 000 იყო და ჯამურად გასულ თვეში 715 000 აცრა ჩატარდა. ეს ჩვენი გეგმის მინიმუმია, რომ იგივე მაჩვენებელზე ვიყოთ სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მოსახლეობის მოცვის 60%-იანი გეგმა მიღწევადია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის, არა 60%-ის, არამედ უფრო მეტის ამბიცია გვაქვს. ძალიან გვინდა სექტემბერში დღეში არა 23 000, არამედ 30 – 35 ათასი აცრა გვქონდეს“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეისთვის საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 21.2% სრულად, ხოლო 31.6% ერთჯერადად არის აცრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები