მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიკრობანკების კანონპროექტი ფაქტობრივად მზად არის“ - სები

62961214abb3c
მარიამ იზორია
31.05.22 22:43
1733
„მიკრობანკების კანონპროექტი ფაქტობრივად მზად არის“ – ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა bm.ge-ს მიერ მიკრო ბანკების რეფორმის დასრულების ვადებზე დასმულ შეკითხვას.

პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალური პროცედურებია დარჩენილი.

„კანონპროექტი ფაქტობრივად უკვე მზად არის. დარჩენილია მხოლოდ ფორმალური პროცედურები, ჯერ მისი მთავრობის სხდომაზე წარდგენა უნდა მოხდეს და შემდეგი პროცესები პარლამენტში გაგრძელდება.

მიკრობანკების კანონპროექტის მალე განხორციელებისთვის ძალიან მოტივირებულია, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდი. მოგეხსენებათ პარლამენტი ზაფხულში საზაფხულო დასვენებაზე გადის, თუ მანამდე მოესწრო მოხარულები ვიქნებით“, - ამბობს პაპუნა ლეჟავა.

ინფორმაციისთვის: ეროვნული ბანკის მიერ „მიკრობანკების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის მოთხოვნების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ან სხვა მესამე მხარემ მიკრობანკის სტატუსის მისაღებად შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს: არსებული პროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. გარდა ამისა, მიკრობანკის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობას უჩენთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები