მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი - რას არ ეთანხმებიან მისოები?

BM.GE
15.02.23 14:48
291
დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მიკრობანკების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. მას შემდეგ, რაც კანონს დაამტკიცებენ, ბაზარზე ახალი საფინანსო ორგანიზაციები გაჩნდებიან, რომლებიც მისო-ებსა და ჩვეულებრივ ბანკებს შორის შუალედურ პოზიციას დაიკავებენ. ბანკებისგან განსხვავებით, მათთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 10 მილიონი ლარი იქნება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიკრობანკების სტატუსის მინიჭებით რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტია დაინტერესებული, მათ შორის ინტერესი ღიად აქვს დაფიქსირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისის. კანონპროექტის თანახმად, მიკრობანკებს უცხოური ვალუტის სესხების გაცემა არ შეეძლებათ, რაც მისოებისთვის მიუღებელია.

სტუმარი: გია პეტრიაშვილი - ემბისის გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები