მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება შეუმცირდა.
საფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული წმინდა მოგება 2022 წლის I ნახევარში 49.1 მლნ ლარს შეადგენდა, კლება წლიურ ჭრილში 8.9 მლნ ანუ 15.3%-ია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება
2022 წლის 6 თვე - 49.1 მლნ ლარი
2021 წლის 6 თვე - 58.09 მლნ ლარი
სექტორს 1.487 მლრდ ლარის სესხები აქვს გაცემული. დაკრედირების უდიდესი წილი - 1.45 მლრდ ფიზიკურ პირებზე მოდის.
ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები
ლომბარდი - 755.96 მლნ
სამომხმარებლო სესხები - 357.2 მლნ
ვაჭრობა/ მომსახურება - 188.2 მლნ
სოფლის მეურნეობა - 103.9 მლნ
განვადება - 46 მლნ
ონლაინ სესხები - 33.2 ათასი
ბაზარზე ამ დროისათვის 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. სულ მიკროსაფინანსო სექტორს 786 490 სესხი აქვს გაცემული.