მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო სექტორში სამი კანდიდატია, ვინც მიკრობანკად ტრანსფორმაციას გეგმავს - ნინო დევდარიანი

64c604d9d900f
ალა ისპირიანი
30.07.23 10:17
472
"საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის" ხელმძღვანელის ნინო დევდარიანის თქმით, მიკროსაფინანსო სექტორიდან მიკრობანკად ტრანსფორმაციას სამი კანდიდატი გეგმავს.

BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ მან ის პრიორიტეტები განმარტა, რაც თავად სტატუსს - მიკრობანკობას მოაქვს.

„მიკრობანკებს უფრო დიდი კრედიტების გაცემის შესაძლებლობა ექნებათ. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს ზღვარი არის 100 000 ლარი, მიკრობანკების შემთხვევაში მილიონი ლარი იქნება. ამ სექტორის მოთამაშეებს, ვინც მიკროსაფინანსო სექტორში სეგმენტზეა ორიენტირებული მათ შესაძლებლობას მისცემს ეს სექტორი სრულად დააკრედიტონ - საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე, რადგან ეს 1-მილიონიანი ზღვარი ამის შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, მიკრობანკებს შესაძლებლობა აქვთ სახსრების მოზიდვის ნაწილში დეპოზიტები მიიღონ, მართალია შედარებით დაბალი მოცულობით, რაც დეპოზიტების დაზღვევის ზღვრით განისაზღვრება, ამ ეტაპზე ეს 15 000 ლარია, თუმცა საუბარია, რომ ეს ზღვარიც აიწიოს.

თავად სტატუსი, მიკრობანკობა ინვესტორებისთვისაც უფრო მაღალსანდო და რეპუტაციული ორგანიზაციები არიან, რადგან მათ უფრო მაღალრეგულირების ჩარჩო აქვთ და დაბალრისკიანები არიან და შემოთავაზებულ განაკვეთებს ველოდებით, რომ შედარებით დაბალი განაკვეთები იქნება, ვიდრე ეს აქვს მიკროსაფინანსო სეგმენტს. მიკროსაფინანსო სექტორში სამი კანდიდატია, ვინც მიკრობანკად ტრანსფორმაციას გეგმავს“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესები უკვე დაამტკიცებული აქვს - ბრძანებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. შესაბამისად, მიკრობანკების დაფუძნება და ლიცენზირება უკვე შესაძლებელია.

მიკრობანკები წარმოადგენენ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. ჩვეულებრივი კომერციული ბანკისგან განსხვავებით მიკრობანკის დაფუძნებისთვის არსებული კაპიტალის მოთხოვნა ხუთჯერ დაბალია და ის 10 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ცნობილია, რომ მიკროსაფინანსო ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს, რაც მათ მომხმარებლებისგან დეპოზიტების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები