მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსოებმა I კვარტალი 28.4-მილიონიანი მოგებით დახურეს

627218849fe07
ნინო ტაბატაძე
04.05.22 12:36
1468
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2022 წლის I კვარტალში სესხების პორტფელი 11.8%-ით ანუ 147.66 მლნ ლარით გაზარდეს. სექტორმა წლის პირველ სამ თვეში 28.45 მლნ ლარის წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო. ეს 24%-ით ანუ 5.45 მლნ აღემატება გასული წლის ამავე პერიოდში სექტორის მოგებას.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მიკროსაფინანსო სექტორმა სესხების პორტფელი 11.8%-ით ანუ 147.66 მლნ ლარით გაზარდა. იანვარ-მარტში კი, 34.5 მლნ ლარის სესხები აქვს გაცემული, შედეგად საკრედიტო პორტფელი 1.395 მლრდ ლარს აღემატება. მისოების კლიენტია 737 751 ფიზიკური და იურიდიული პირი.

ფიზიკური პირების პორტფელი - 1.363 მლრდ ლარი / 2022 წლის I კვარტალი.

• ვაჭრობა და მომსახურება - 223.844 მლნ ლარი
• სამომხმარებლო სესხები - 269.733 მლნ
• სოფლის მეურნეობა - 124.523 მლნ
• ონლაინ სესხები - 33 472 ლარი
• ლომბარდი - 690.445 მლნ ლარი
• განვადება - 46.097 მლნ ლარი
• სხვა - 8.14 მლნ ლარი

იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 30.898 მილიონი ლარია.

ბაზარს ბოლო 1 წელიწადში 1 საფინანსო ორგანიაზაცია გამოეთიშა - "ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისო" და ამჟამად 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მათი ჯამიური აქტივები 1.64 მლრდ ლარის აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები