მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივლინებების ბიუჯეტი გაიზარდა - 9 თვეში მთავრობამ მივლინებებზე 70.5 მლნ დახარჯა

618a5afb0d226
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.21 19:00
597
ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს მთავრობის სამივლინებო ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა.

2021 წლის 9 თვეში მთავრობის ადმინისტრაციამ, სამინისტროებმა, პარლამენტმა და სხვადასხვა სსიპ-მა მივლინებებზე ჯამში 70.5 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 2020 წელთან შედარებით 27.1 მილიონი ლარით მეტია.

მივლინებების გააქტიურება საერთაშორისო მიმოსვლის და საერთაშორისო ღონისძიებების ზრდასთან არის კავშირში.

როგორც ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, სამივლინებო ბიუჯეტმა წელს 2019 წლის მაჩვენებელსაც ანუ პანდემიამდელ პერიოდსაც გადააჭარბა.

კერძოდ, 2019 წლის 9 თვეში მივლინებების ბიუჯეტი 60.5 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად წელს 2019 წელთან შედარებით მივლინებებზე 10 მილიონით მეტი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები