მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 300 ამზომველი დასაქმდება - საჯარო რეესტრი

61e9236a351ec
მარიამ ვარადაშვილი
20.01.22 12:56
949
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრში 300 ამზომველი დასაქმდება. მათივე ცნობით, სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, ამზომველ-ამგეგმავების როგორც პროფესიულ გადამზადებას, ისე სერტიფიცირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. 

“მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში სულ 465 სერტიფიცირებული ამზომველი იქნება ჩართული. პროექტი 2022 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური წესით მთელი ქვეყნის ტერიტორიის მესამედს, დაახლოებით, 1,2 მლნ ჰექტარ ფართობს (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) დაარეგისტრირებს. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ განახორციელებს”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მიწის ნაკვეთის ამზომველ-ამგეგმავის ვაკანტურ პოზიციებზე აპლიკანტთა შერჩევის პროცედურები გრძელდება. სერტიფიცირების კურსს საველე-საამზომველო სამუშაოების ჩატარებისა და მონაცემების დამუშავების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები