ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
მანამდე ამ პოსტს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა. სამეთვალყურეო საბჭოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს.
მიმდინარე თვეში სახელმწიფო კომპანიას დუნდუას გარდა სამეთვალყურეო საბჭოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ლევან კარანაძეც დაემატა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელად კარანაძე 2018 წლის დეკემბრიდან დაინიშნა. 2018 წლის დეკემბრამდე კი მას სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.