მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში წლის საუკეთესო CEO-დ მეხუთედ აღიარეს

62554ad87e968
გიორგი თოლორდავა
12.04.22 13:50
1082
ყაზახეთის წამყვანი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ  წლის საუკეთესო CEO-ს წოდება ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

PricewaterhouseCoopers-ის (PwC) გამოკითხვაში 71 უმსხვილესი ყაზახური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მონაწილეობდა, ხმათა უმრავლესობით კი გამარჯვებულად ლომთაძე იქნა შერჩეული.

"მადლობას ვუხდი PwC-ს გამოკითხვის ორგანიზებისთვის და ყველა მონაწილეს ჩვენი მუშაობის დაფასებისთვის. ეს ჯილდო მთელ ჩვენს გუნდს ეკუთვნის, რომელიც დაუღალავად შრომობს ახალი სერვისების შესაქმნელად და მუდამ მზად არის, რომ რომ ჩვენი საყვარელი მომხმარებელი იმ ინოვაციებით გააოცოს, რომელიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ვარ Kaspi.kz-ის საოცარი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის წევრი. მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მომხმარებელს. მადლობა, რომ ჩვენთან ხართ - ჩვენ არასოდეს გიღალატებთ“, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.

აღსანიშნავია, რომ Kaspi ყაზახეთის მასშტაბით უმსხვილესი ფინ-ტექ კომპანიაა, რომელსაც 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები