მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ექიმებთან ვაქცინაციის სავალდებულო ელემენტის შემოტანა არ გახდება საჭირო - ხათუნა ზახაშვილი

6065d241bc0e4
ინგა მურუსიძე
01.04.21 19:04
448
NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ექიმებში კოვიდ-ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება.

„ქვეყნის მდგრადობისთვის მთავარი ხაზი გადის სამედიცინო დაწესებულებებზე, ხოლო სამედიცინო დაწესებულებების მდგრადობის მიხედვით ფასდება, რას შეიძლება გაუძლოს სისტემამ, ქვეყანამ და ა.შ. 

ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინაცია რჩება რეკომენდაციული ხასიათის და არ განიხილება სავალდებულოობა, თუმცა ვფიქრობ, აქ თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის და მოქალაქეობრივი პოზიციის საკითხია. ექიმები მეტად კონსერვატორები არიან და არა სკეპტიკოსები, დროზე ვაქცინაციის მიმართ ცოტა შენელებული დამოკიდებულება აქვთ. მჯერა, რომ მათთან სავალდებულოობის ელემენტის შემოტანა ალბათ არ გახდება საჭირო და თითოეული მათგანი გახდება მაგალითი“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

თავის მხრივ, NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მაგალითად მოიყვანა ისრაელი, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო არ არის კანონის დონეზე, თუმცა ზოგიერთი სავადმყოფოს მფლობელმა მასთან მომუშავე პერსონალს ეს მოსთხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები