მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მჯერა, პანდემია დასრულდება, მწვანე პასპორტი აღარ დაგვჭირდება... მინდა, უკეთესზე ვიფიქრო” – "ზაზანოვა"

61d93c038ce7b
ანუკა ჯოხაძე
08.01.22 11:44
1780
გასული წლის პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტის" მექანიზმი ამოქმედდა და განისაზღვრა ის ობიექტები, სადაც მხოლოდ "მწვანე სტატუსის" მქონე მოქალაქეები დაიშვებიან. შესაბამისად, უკვე ერთი თვეა მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტითაა“ შესაძლებელი კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში შესვლა. აღსანიშნია, რომ ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

რესტორან “ზაზანოვას” დამფუძნებელი მარინა სალუქვაძე აცხადებს, რომ ეს სისტემა ყველა სექტორზე უნდა გავრცელდეს, თუმცა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტუმარი ობიექტზე ამ დოკუმენტის გარეშე გამოცხადებულიყო.

რაც შეეხება პროგნოზებს, მარინა სალუქვაძე 2022 წელთან მიმართებით პოზიტიურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ პანდემია დასრულდება, შესაბამისად, მწვანე პასპორტები საჭირო აღარ იქნება.

“მწვანე პასპორტების სისტემა უნდა გავრცელდეს ყველა სექტორზე...ჩვენთან, სავარაუდოდ, მოდიან სულ ისეთი სტუმრები, ვისაც აქვს კოვიდ პასპორტი. თუმანიშვილის თეატრშიც, ჩვენი გავლით შედიან, იქაც ითხოვენ მწვანე პასპორტებს, მათ სტუმრებსაც აბსოლუტურად ყველას აქვს. ტურისტებიც შემოდიან, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც პანდემიამდე. იყვნენ გერმანიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც. მოლოდინი მაქვს, რომ პანდემია დასრულდება და არც მწვანე თუ ნარინჯისფერი პასპორტი აღარ დაგვჭირდება, უკეთესზე მინდა ვიფიქრო,”-აცხადებს რესტორან ზაზანოვას დამფუძნებლი მარინა სალუქვაძე.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები