„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი twitter-ში წერს.
„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს დაუშვებელი ძალადობა და ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა", - აცხადებს პრეზიდენტი
ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები ქალაქ დნიპროსა და მთელს უკრაინაში დაკარგა“, - აცხადებს პრეზიდენტი.
14 იანვარს, ქალაქ დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგონა დაიღუპა, დაშავდა 73.