მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც პროგრესზე ერთად მუშაობენ - ბორელი ზურაბიშვილს შეხვდა

ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება წერს, რომ პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული გზისა და რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც პროგრესზე ერთად მუშაობენ ევროპული მომავლისთვის",- წერს ბორელი ტვიტერზე.

ეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. პრეზიდენტთან შეხვედრამდე ის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ კანცელარიაში ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები