მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილიზებულია 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

6245e7b413af4
BM.GE
31.03.22 21:37
862
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული ტექნიკა მზად არის აგროვადების გათვალისწინებით ჩაერთოს შესაბამის აგროტექნიკურ სამუშაოებში.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შარშან დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამით, რომლისთვისაც 50 მლნ ლარი გამოიყო, 2300-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება გახდა შესაძლებელი. დღეს შევხვდით იმ ფერმერებს, რომლებმაც ისარგებლეს პროგრამით და დავათვალიერეთ ახალი ტექნიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა. მომავალშიც განვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც ტექნიკით უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ქვეყანაში ნიშნავს, რომ შესაბამისი აგროვადებით დამუშავდება ყველა ის ნაკვეთი, რომელთა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ აბაშის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები უკვე დაათვალიერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები