მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna: ჩვენი COVID-ვაქცინა მოზარდებისთვის უსაფრთხოა

60acfb2bf098a
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.21 18:40
706
ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მათ მიერ წარმოებული ვაქცინა მოზარდებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა 12-დან 17-წლამდე ასაკის 3 732 მოზარდმა მიიღო. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ მოზარდებს საპასუხო იმუნური რეაქცია გამოუმუშავდათ.

კომპანიას ამ ეტაპზე ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ზუსტი შედეგები არ მოუწოდებია, თუმცა ორი დოზით აცრილი ბავშვების ინფიცირების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

Moderna აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინის ეფექტიანობა 100%-ია, თუმცა აღნიშნავენ, რომ დამატებითი მონაცემების გაანალიზების შემდეგ, შეიძლება, მაჩვენებელი შეიცვალოს.

ამასთან, კომპანია დასძენს, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ მოზარდებს სერიოზული თანმდევი ეფექტი არ გამოვლენიათ, გარდა დაღლილობისა, თავის და კუნთების ტკივილისა.

გამოცემა წერს, რომ Moderna-ს გარდა, 12 წელს და მის ზემოთ ასაკის პირებში ავტორიზაცია წარმატებით გაიარა Pfizer-მაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები