მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ნაბიჯები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით - ბრიტანელი დიპლომატი

641424d23134a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.23 12:26
795
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ხელისუფლებას მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულებების გაძლიერებისა და შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯეიმს კლევერლის თქმით, გაერთიანებული სამეფო მჭიდროდ მუშაობს საქართველოსთან და მისი მოლოდინით ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი, ამიტომაც ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისა.

საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს თქვენი დემოკრატია და გაძლიერდეს ინსტიტუტები, იმათ წინააღმდეგ ვისაც სურთ ძირი გამოუთხარონ, მოგიწოდებთ განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით მტკიცე და ურყევი მეგობარი საქართველოსი. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები