მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო კომიტეტზე რეფინანსირების [განაკვეთის] შემცირებას აუცილებლად განვიხილავთ - სებ-ი

6450d0c4d6c1a
ინგა მურუსიძე
02.05.23 13:06
981
10 მაისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შემცირდება თუ არა განაკვეთი. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა დასძენს, რომ სხდომაზე განაკვეთის შემცირებაზე იმსჯელებენ.

„წინა კომიტეტებზე ეს საკითხები არც კი განგვიხილავს, რადგან რისკები ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტზე აუცილებლად გვექნება შემცირების მიმართულებით აქტიური განხილვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ.

რაც შეეხება რისკებს, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებლებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია უმეტესწილად გარე ფაქტორებით. შიდა ფაქტორებს რაც შეეხება - წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე მაღალია. ჩვენ შევაფასებთ 10 მაისისთვის და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი უკვე ერთ წელზე მეტია 11%-ზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები